Belive

იურგენ კლოპი: "საჩემპიონო რბოლაზე არ ვფიქრობთ"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ინგლისის პრემიერ ლიგაში "ლივერპულმა" ზედიზედ მე-5 შეხვედრაში ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება. პრემიერ ლიგის მე-18 ტურში კლოპის შეგირდებმა საკუთარ მოედანზე "ბარნლისთან" ანგარიშით 0:1 წააგეს. კლოპმა "ბარნლისთან" მატჩი და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში "ლივერპულის" მდგომარეობა შეაფასა. BBC-თან ინტერვიუში კლოპმა განაცხადა:
" მტკივნეული დარტყმა მივიღეთ. ყველაზე მარტივი ახსნა ისაა, რომ ამაზე პასუხისმგებლობა მე მეკისრება. შეხვედრაში უმეტესად ბურთს ჩვენ ვფლობდით, რამდენიმე მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მათ კი თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავეს". " არასწორი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული კონკრეტულ მომენტში. გვქონდა მცდელობები, რომ გოლი გაგვეტანა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. მოთამაშეების სწორ პოზიციაზე განლაგება, დარწმუნება იმაში, რომ ყველაფერი სწორად კეთდება, ჩემი სამუშაოა". " ეს სასტიკი მარცხია, რომლის ახსნაც რთულია. ჩემი ფეხბურთელები არ მიეკუთვნებიან იმ მოთამაშეების რიცხვს, რომლებიც 7:0-ის შემდეგ დუნდებიან. მათ გულმოდგინედ იშრომეს, თუმცა შედეგს ვერ მიაღწიეს. თუ რაიმე არ გამოგდის, უფრო გულმოდგინედ უნდა სცადო, ბევრად მეტი გააკეთო, რომ მიზანს მიაღწიო". " ახლა საქმე იმაში არაა, რომ  ვინმე დავადანაშაულოთ. საჭიროა არსებულ პრობლემებში ერთად გავერკვეთ, რასაც გავაკეთებთ კიდეც. ფეხბურთში არც ისე დიდი დრო გეძლევა. ამ მომენტში პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაზე არც კი ვფიქრობთ".
"ლივერპულმა" ბოლო 15 წელიწადში პირველად ვერ შეძლო პრემიერ ლიგის ზედიზედ 4 შეხვედრაში გოლის გატანა. 19 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ კლოპის გუნდი 34 ქულით პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ "მანჩესტერ იუნაიტედს" 6 ქულით ჩამორჩება.    

სხვა სტატიები