Belive

იურგენ კლოპი: "შანსი არსებობს"

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ბარსელონასა და ლივერპულის მატჩის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართა სადაც ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა შემდეგი განაცხადა:

შედეგის შესახებ

"არ ვთვლი რომ იმაზე მეტს ვიმსახურებდით ვიდრე მივიღეთ, კი კარგად ვითამაშეთ მაგრამ მათ სამი გაიტანეს ჩვენ ვერცერთი ეს მარტივად უნდა მივიღოთ, მე მწვრთნელი ვარ და სხვა დეტალებს ვაკვირდები რითიც ბედნიერი ვარ, ბიჭებსაც ვუთხარი რომ მათით ვამაყობ, ეს საუკეთესო გასვლითი თამაში იყო ლიგაზე ბოლო 2 წლის მანძილზე,  როდესაც მეტოქე ბარსელონაა და შენ მსგავს სტილში თამაშობ ვფიქრობ დასაფასებელია, ძალიან გამართო თამაშმა მაგრამ ცხადია შედეგით გულდაწყვეტილი ვარ."

რას ეტყვის ფეხბურთელებს

"მე მათით ვამაყობ. ეხლა მათ განმეორებით მატჩზე კიარა "ნიუკასლთან" დაპირისპირებაზე უნდა იფიქრონ. ახლა ჩვენ სასტუმროში წავალთ, კარგად გამოვიძინებთ და შინ დავბრუნდებით რათა ამ მატჩისათვის მოვემზადოთ. ვისაც მატჩი არ უნახავს და ანგარიშს ნახავს გაგვაკრიტიკებს, არაუშავს, მივიღებთ. მე მომეწონა ჩვენი თამაში, შედეგს ვეღარ შევცვლით, რას ვიზამთ?! გავფრინდებით სახლში და "ნიუკასლთან" მატჩზე ვიფიქრებთ."

მესი...

"ასეთ მომენტებში იგი შეუჩერებლია და უმაღლესი დონის მოთამაშეა. საჯარიმო დარტყმისგან თავს ვერ დაიცავ, პირველი გოლი კი არამგონია მის კარიერაში საუკეთესო ყოფილიყო, მაგრამ მან ზუსტად იცის თუ როდის და სად უნდა გაჩნდეს. მე მოხარული ვარ თუ როგორ ჩავკეტეთ ის მთელი მატჩის მანძილზე, არა უხეშობით ან თამაშიდან მისი არასპორტული ხერხებით გამოთიშვით, არამედ მარტივი ფეხბურთით. როგორც ყველა მეც მესის დიდი თაყვანისმცემელი ვარ, ასე რომ მისი თამაში არ გამკვირვებია."

არის თუ არა ოპტიმიზმის საბაბი ინგლისური მატჩის წინ

"ეს ფეხბურთია და დიახ, არის, მაგრამ მოდი ასე გეტყვით, ამ მატჩის წინ გაცილებით დიდი შანსები გვქონდა. ეს ბარსელონაა და "ენფილდზე" სახიფათო კონტრშეტევებს ვერ ავირიდებთ მაგრამ რა გაეწყობა?! ჩვენ ჩვენსას ვეცდებით"

სალაჰის მომენტზე

"3:1 ბევრად უკეთესი შედეგი იქნებოდა და მეც თავს სხვანაირად ვიგრძნობდი, მაგრამ ასე არ მოხდა. სეზონის ბოლოა და ყველაფერი ორმაგად უფრო რთულია. მე ვეცდები სწორად ავუხსნა ბიჭებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს მატჩი ჩვენი სამომავლო განვითარებისათვის" "ბარსელონასა" და "ლივერპულის" განმეორებითი მატჩი "ენფილდზე" 7 მაისს გაიმართება.  

სხვა სტატიები