Belive

იურგენ კლოპი: "სიტისთვის რომ ბანი არ მოეხსნათ, ყველანი უშანსოდ ვიქნებოდით" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "მანჩესტერ სიტისთვის" ჩემპიონთა ლიგაში 2-წლიანი ბანის მოხსნის შესახებ ისაუბრა. "პირადი თვალსაზრისით, მოხარული ვარ, რომ "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგაში თამაშს მომავალ სეზონშიც მოახერხებს. მათ რომ მომავალ სეზონში 10-12 მატჩით ნაკლები ჰქონოდათ ჩასატრებელი, მაშინ პრემიერლიგაში სხვა არცერთ გუნდს არანაირი შანსი არ ექნებოდა.  თუმცა, რაც შეეხება უშუალოდ ამ გადაწყვეტილებას, არ მგონია, რომ ის ფეხბურთისთვის კარგი იქნება, რადგან ფინანსური ფეარ პლეის დაცვა აუცილებელია და თუ მას ასე უხეშად დაარღვევენ, ჯანსაღი კონკურენციის შენარჩუნება გაჭირდება", - თქვა გერმანელმა სპეციალისტმა. მერსისაიდელებმა პრემიერლიგის ისტორიაში პირველი ტიტული გათამაშების დასრულებამდე 7 ტურით ადრე მოიპოვეს.

სხვა სტატიები