Belive

იურგენ კლოპი ტიმო ვერნერთან პირისპირ შეხვედრას გეგმავს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანულ მედიაში გავრცელდა ხმა, რომ "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ტიმო ვერნერთან პირისპირ შეხვედრისათვის ემზადება. გერმანელი სპეციალისტი შეეცდება თანამემამულე ფეხბურთელი დაარწმუნოს იმაში, რომ კარიერის "ლივერპულში" გაგრძელება, მისთვის ოპტიმალური ვარიანტია. 24 წლის ფეხბურთელს არაერთი შემოთავაზება აქვს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი 2 გრანდისგან გამოჩენილი ინიციატივაა, ესენი არიან "ბაიერნი" და "ლივერპული". Sport Bild-ის ცნობით მიუხედავად კლოპის სურვილისა, კორონავირუსის გამო მათი შეხვედრა დიდი ალბათობით არ შედგება. ასევე აღსანიშნავია, რომ ტიმო ვერნერი ჰანს ფლიკის პირად ინტერესებშიც შედის, რაც ნიშნავს, რომ გერმანელი სპეციალისტები - ფლიკი და კლოპი, ვერნერისათვის ბრძოლას გამართავენ. ამპლუით ცენტრალური თავდამსხმელი, "ლაიფციგმა" 2016 წელს, 14 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. ამჟამად, 24 წლის გერმანელის სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონ ევროს შეადგენს.

სხვა სტატიები