Belive

იურგენ კლოპი: "წაგებაში დამნაშავე მე ვარ"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" გერმანელმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში "ნაპოლისთან" მარცხი საკუთარ თავზე აიღო.   "ჩვენ მომენტები გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. თამაში გავხსენით და ამისათვის დავისაჯეთ. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით და მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა. ნაპოლი დღეს უკეთესი იყო. გვსურდა თამაშის მოგება, მაგრამ არ იყო ჩვენი დღე. ვერ ვანახეთ ის თამაში, რითიც მოგებას დავიმსახურებდით. ჩვენი ცდა საკმარისი არ აღმოჩნდა. როდესაც გუნდში საუკეთესო მოთამაშე მეკარეა, ეს საგანგაშოა. დღევანდელ მარცხში დამნაშავე მე ვარ" - განაცხადა იურგენ კლოპმა. "ლივერპულს" როგორც პრემიერლიგაში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე შთამბეჭდავი სტარტი ჰქონდა. მერსესაიდელებმა ინგლისის ჩემპიონატში ექვსიდან ექვსივე მატჩი მოიგეს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში კი "პარი სენ-ჟერმენი" დაამარცხეს. ბოლო სამ თამაშში გუნდი ფორმიდან ამოვარდა. პრემიერლიგაში "ჩელსისთან" ფრედ გააგორა, კარაბაოს თასზე კი იმავე "ჩელსისთან" დამარცხდა.

სხვა სტატიები