Belive

იურგენ კლოპი: "ზუსტად ისე ვითამაშეთ, როგორც გვსურდა, ეს ის არის, რაც გვჭირდება" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში, "ლაიფციგთან" გამარჯვების (2:0) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. "ჩვენ ვითამაშეთ ისე, როგორც გვინდოდა. ეს ის თამაში იყო, რომელიც გვჭირდებოდა. "ლაიფციგმა" შეიძლება ნებისმიერი გუნდი გაანადგუროს. ისინი ბუნდესლიგაში ყველას ანადგურებენ, მათ სისუსტეები არ აქვთ. ასეთ მეტოქესთან ჩვენ შესანიშნავად ვაკონტროლებდით თამაშს.  მათ ჰქონდათ მომენტები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ შედეგს ვიმსახურებდით. მეორე გოლის ეპიზოდი მეტოქისთვის მართლაც ძნელი იყო. ასეთ მომენტებში მცველსაც სჭირდება იღბალი, მაგრამ ჩვენ გაგვიმართლა, რადგან სადიომ ოსტატურად გამოიყენა თავისი შანსი.  ერთ მატჩში ვერ დავიბრუნებთ გამარჯვებულის ფსიქოლოგიას, მაგრამ დღეს შესანიშნავად ვითამაშეთ. ეს მხოლოდ პირველი ბრძოლაა. მე ვიცი, რომ ბევრი ელოდა, რომ ისევ დავეცემოდით, მაგრამ დღეს ბიჭები შესანიშნავები იყვნენ და ბედნიერი ვარ მათ გამო. ორი წლის განმავლობაში საუკეთესოდ ვიყავით და ამ სეზონში პრობლემები შეგვექმნა. გასაგებია, რომ ასეთ მომენტებში ყველანი ჩვენს კრიტიკას იწყებენ. მაგრამ ჩემთვის ეს პრობლემა არ არის", - ციტირებს გერმანელის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი. "ლივერპული" საპასუხო შეხვედრაში, გერმანულ კლუბს 11 მარტს, "ენფილდზე" უმასპინძლებს.

სხვა სტატიები