იურგენ კლოპის მატჩისშემდგომი კომენტარი

პრემიერ ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში “ასტონ ვილა” “ლივერპულს” დაუპირისპირდა. “ვილა პარკზე” გამართული მატჩი მოულოდნელი შედეგით დასრულა – გასულ სეზონში, გავარდნას გადარჩენილმა “ასტონ ვილამ” მოქმედი ჩემპიონი 7:2 გაანადგურა.

მერსისაიდული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა მატჩისშემდგომ საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გამარჯვება მასპინძლებს გაცილებით უფრო მეტად სურდათ. გერმანელმა სპეციალისტმა ადრიანიც დაიცვა.

“შესაძლოა ამ მარცხში ადრიანი დაადანაშაულონ. პირველი გოლი შესაძლოა მის შეცდომას მოჰყვა, თუმცა შემდეგ გოლებში მისი ბრალეულობა ნაკლებადაა. მის დასახმარებლად არაფერი გაგვიკეთებია. ადრიანი ნამდვილად კარგი მეკარეა – გასულ სეზონში პრემიერ ლიგის 11 მატჩში იცავდა ჩვენს კარს და ყველა დაპირისპირება ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. მარცხის მიზეზი ჩვენი მეკარე არ ყოფილა.

ხშირად არ ვხედავ მსგავს მატჩებს, მაგრამ საკმაო ასაკი და გამოცდილება დამიგროვდა იმისათვის, რომ ვიცოდე რომ ფეხბურთში მოულოდნელი და კონტექსტიდან ამოვარდნილი შედეგი ფიქსირდება. არაერთ ეპიზოდში ნათლად გამოჩნდა, რომ “ასტონ ვილას” გამარჯვება ჩვენზე მეტად სურდა – ეს გარემოება ნამდვილად არ მახარებს”, – აღნიშნა იურგენ კლოპმა.

ასევე იხილეთ: ასტონ ვილა 7:2 ლივერპული (მიმოხილვა)

(57)

იურგენ კლოპის მატჩისშემდგომი კომენტარი

სტატიის ავტორი
-