Belive

იურგენ კლოპის ფენომენალური შედეგი მწვრთნელის რანგში

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იურგენ კლოპმა მწვრთნელის რანგში მე-400 გამარჯვება მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, "ლივერპულმა" "პორტოს" ორი უპასუხო გოლი გაუტანა. აღნიშნული მატჩის დასრულების შემდეგ, იურგენ კლოპს კარიერის მანძილზე მოპოვებული 400 გამარჯვება დაუგროვდა. გერმანელმა სპეციალისტმა "ლივერპულთან" ერთად 111 გამარჯვება მოიპოვა. 180 გამარჯვება "დორტმუნდში" მოღვაწეობის დროს დააგროვა, ხოლო "მაინცის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, კლოპმა 109 გამარჯვება მოიპოვა.

ასევე იხილეთ: ლივერპული 2:0 პორტო (მიმოხილვა)

სხვა სტატიები