Belive

იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი 2 კლუბი დაასახელა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იურგენ კლოპი "ლივერპულის" ისტორიაში სამუდამოდ ოქროს ასოებით ჩაეწერა, მან გუნდსა და გულშემატკივრებს ნანატრი პრემიერ ლიგის ტიტული მოაგებინა, თანაც ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებლით - სეზონის დასრულებამდე 7 შეხვედრით ადრე. გერმანელმა სპეციალისტმა მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ასპარეზზეც ისაუბრა, რომელიც განსხვავებულ ფორმატში გაგრძელდება და საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.
"ვფიქრობ, რომ მიუნხენის "ბაიერნი" და "მანჩესტერ სიტი" წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი პრეტენდენტები არიან"  "რეკორდმაისტერი უძლიერეს სეზონს ატარებს და ეს გუნდი ნამდვილად არის ისეთ ფორმაში, რომ ჩემპიონთა ლიგის ტიტული მიისაკუთრონ, თუმცა იქვე "მანჩესტერ სიტიცაა", რომელთა შემადგენლობის გადახედვის შემდეგ იბადება აზრი, რომ ამ გუნდს ყველას წინააღმდეგ გამარჯვების რესურსი აქვს", - აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.
ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ასპარეზი განსხვავებულ ფორმატში 7 აგვისტოდან მერვედფინალების დარჩენილი საპასუხო შეხვედრებით გაგრძელდება, ეს მატჩები იმ ქალაქებში გაიმართება სადაც დაგეგმილი იყო, ხოლო მეოთხედფინალებიდან ყველა მატჩს ლისაბონი უმასპინძლებს.

სხვა სტატიები