Belive

იურგენ კლოპმა კონტრაქტი გაახანგრძლივა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იურგენ კლოპისა და "ლივერპულის" თანამშრომლობა 2024 წლამდე გაგრძელდება. მოქმედი კონტრაქტის თანახმად, კლოპი 2022 წლამდე იკავებდა მერსისაიდული გრანდის მთავარი მწვრთნელის პოსტს - თუმცა "ლივერპულმა" გერმანელ სპეციალისტს ნდობა გამოუცხადა და მისი კონტრაქტი კიდევ 2 წლით გაახანგრძლივა. იურგენ კლოპის მეთაურობით, "ლივერპული" შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს და პრემიერ ლიგის ნანატრი ტიტულის მოგებასთან ძალიან ახლოსაა. გერმანელმა სპეციალისტმა "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის პოსტი 2015 წელს დაიკავა.

სხვა სტატიები