Belive

იურგენ კლოპმა ლივერპულის შემტევი ტრიო შეაფასა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა თავისი გუნდის ლიდერებზე, სალაჰზე, მანესა და ფირმინოზე ისაუბრა.
"მო სალაჰი მსოფლიო კლასის მოთამაშეა, თუმცა მას ყოველთვის თამაში არ მისდის. სადიო მანეც მსოფლიო კლასის მოთამაშეა, თუმცა თამაში ყოველთვის არც მას მისდის. რაც შეეხება რობერტო ფირმინოს, ისიც მსოფლიო კლასის მოთამაშეა და ის საუკეთესოა" - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დასრულდა "პრემიერლიგის" მორიგი ტურის მატჩი, სადაც "ლივერპულმა" "არსენალს" უმასპინძლა და 5:1 გაანადგურა. ყველა ბურთი სწორედ ზემოთ ხსენებულმა ტრიომ გაიტანა. თითოჯერ ლონდონელთა კარი სალაჰმა და მანემ აიღეს, ხოლო ფირმინომ ჰეთ-თრიკი გაიფორმა.

სხვა სტატიები