Belive

იურგენ კლოპმა მილანის შესახებ ისაუბრა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გარკვეული ნაწილი დასრულებულია, მეორე ნახევარი კი ბოლო თამაშს დღეს, 8 დეკემბერს, გამართავს. B ჯგუფში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდებით დაკომპლექტებული ოთხეული იყო - "ლივერპული", "ატლეტიკო", "პორტო" და "მილანი". "ლივერპულმა" ჯგუფში გამართული 6 მატჩიდან 6-ვე მოიგო, რის გამოც ჯგუფში პირველი ადგილის მფლობელი მალევე გამოიკვეთა, თუმცა მეორე ადგილისთვის ბრძოლაში შანსს სამივე გუნდი ინარჩუნებდა. საბოლოოდ B ჯგუფში მეორე პოზიცია "ატლეტიკომ" დაიკავა, მესამე ადგილი კი "პორტომ", რომელიც ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს. "მილანი", რომელიც მრავალწლიანი პაუზის შემდეგ (ბოლოს "მილანმა" ჩემპიონთა ლიგაზე 2013/14 წლებში ითამაშა) ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა, პლეი-ოფში გასვლის შანსს ბოლო ტურამდე ინარჩუნებდა, რითაც საფეხბურთო ექსპერტებისგან დადებითი შეფასებები მიიღო. "მილანი ისევ კარგ ფეხბურთს თამაშობს. ვფიქრობ, იტალიაში საუკეთესო გუნდი სწორედ მილანია" "ის, რომ მილანი ევროპული ტურნირების მიღმა დარჩა, B ჯგუფში არსებული ძლიერი გუნდების დამსახურებაა", - აცხადებს იურგენ კლოპი. ამრიგად, იტალიური კლუბი სრული კონცეტრაციით სერია A-ს დაუბრუნდება, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული ასპარეზობა მინიმუმ 1 წლით გადაიდო.

სხვა სტატიები