Belive

იურგენ კლოპმა უარყო გავრცელებული ხმები სალაჰის გუნდიდან წასვლის შესახებ

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად აქტიურად ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია მოთამაშეებზე და მათ მიერ გუნდის შესაძლო შეცვლაზე. პრემიერ ლიგაში სატრანსფერო ფანჯარა 2021 წლის 2 იანვარს გაიხსნება და პირველ თებერვალს დაიხურება. "ლივერპულის" გერმანლემა მთავრმა მწვრთნელმა გუნდის ეგვიპტელ ვარსკვლავზე და მის გარშემო გავრცელებულ ხმებზე ისაუბრა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოჰამედ სალაჰი "ლივერპულში" ბედნიერი არ არის და მან, შესაძლოა, გუნდი დატოვოს. ეგვიპტელი ფეხბურთელი "რეალსა" და "ბარსელონას" დაუკავშირეს. AS-თან ინტერვიუში სალაჰმა აღნიშნა, რომ "რეალიც" და "ბარსელონაც" დიდებული გუნდებია, მაგრამ იქვე დაამატა, რომ პირველ ადგილზე კლუბი (ლივერპული) და მისი ინტერესები დგას და ყველაფერი სწორედ კლუბის ხელშია. იურგენ კლოპმა სალაჰის გუნდიდან შესაძლო წასვლა გამორიცხა. Sky Sports-თან საუბრისას კლოპმა განაცხადა:
"თქვენ კარგად იცით, რომ კონტრაქტებზე არასდროს ვსაუბრობთ. მო კარგ განწყობაზეა და მშვენიერ ფორმაში იმყოფება, ეს კი მთავარია. უნდა ნახოთ, თუ რა ხშირად იცინის. ასე, რომ მისი წასვლის შესახებ შეიძლება ბევრი რამ დაიწეროს და ამ თემით სპეკულირება არ შეწყდეს, მაგრამ მე ვხედავ, რომ მისი გუნდიდან წასვლის წინაპირობები არ არსებობს".
28 წლის ეგვიპტელ ფორვარდს "ლივერპულთან" კონტრაქტი კიდევ ორნახევარი წელი აკავშირებს. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში სალაჰმა 13 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.  

სხვა სტატიები