Belive

იუსუფა მუკოკო - ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ბუნდესლიგაში უთამაშია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის ჩემპიონატის მე-8 ტურში ერთმანეთს "ჰერტა" და "დორტმუნდი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2:5 დასრულდა. მორიგი საოცარი შეხვედრა ჩაატარა ახლა უკვე 2020 წლის ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელმა ერლინგ ჰოლანდმა. ნორვეგიელმა თავდამსხმელმა აღნიშნულ შეხვედრაში პოკერი შეასრულა და გერმანიის ჩემპიონატში ჩატარებულ 7 შეხვედრაში 10 გატანილი გოლი დაუგროვდა. ბომბარდირთა დავაში ჰოლანდი მხოლოდ "ბაიერნის" პოლონელ სუპერვარსკვლავ ლევანდოვსკის ჩამორჩება, რომელსაც 11 გოლი აქვს გატანილი. შეხვედრის 85-ე წუთზე ბუნდესლიგაში დორტმუნდის შემადგენლობაში იუსუფა მუკოკოს დებიუტი შედგა, რომელიც ჰოლანდის ნაცვლად შემოვიდა. მოედანზე შემოსვლის მომენტში ახალგაზრდა ტალანტი მხოლოდ 16 წლისა და ერთი დღის იყო, რითაც მან ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ბუნდესლიგაში უთამაშია. იუსუფა კამერუნში დაიბადა, სადაც მან თავისი ცხოვრების პირველი 10 წელი გაატარა, სანამ მამასთან ერთად ჰამბურგში გადავიდოდა საცხოვრებლად. მუკოკომ 12 წლის ასაკში დაიწყო "დორტმუნდის" 17 წლამდელთა გუნდში თამაში. მიუხედავად იმისა, რომ მუკოკო ძალიან ახალგაზრდაა, "დორტმუნდი" მასზე დიდ იმედებს ამყარებს და კლუბი იმედოვნებს, რომ მოთამაშე სხვა ბევრ რეკორდსაც დაამყარებს.  

სხვა სტატიები