Belive

იუვენტუსი აარონ რემსის სარფიან კონტრაქტს სთავაზობს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსი" ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველით, აარონ რემსით დაინტერესდა. უელსელ ფეხბურთელს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსი მიენიწება და მისი საკუთარ რიგებში გადაყვანა "ლივერპულსა" და "ჩელსის" უნდათ, თუმცა "იუვენტუსი" მათთან შედარებით მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობს. გამომდინარე იქიდან, რომ სეზონის ბოლოს რემსი თავისუფალი აგენტი გახდება, იტალიელებს იანვარში წინასწარი კონტრაქტის გაფორმება შეუძლიათ. სატრანსფერო ფასის არ ქონის გამო, რემსიმ შესაძლოა კვირაში 280 ათასი ფუნტი გამოიმუშავოს. გარდა ყველა მიზეზისა, "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი უელსელი ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარია. "ლივერპული" და "ჩელსი" ეცდებიან რემსის გადაბირებას, თუმცა როგორც იტალიაში აღნიშნავენ, აარონ რემსიზე მნიშვნელოვან გავლენას კრიშტიანუ რონალდუს გვერდიგვერდ თამაში იქონიებს.

სხვა სტატიები