Belive

იუვენტუსი აარონ რემსის წელიწადში €11 მილიონს სთავაზობს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანული სპორტული მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველმა, აარონ რემსიმ, შესაძლოა კარიერა ტურინის "იუვენტუსში" განაგრძოს. უელსელ ფეხბურთელს ლონდონელებთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს. The Mirror-ის ცნობით, ტურინელებს რემსის დამატება თავისუფალი აგენტის სტატუსით სურთ, თავად ფეხბურთელს კი წელიწადში 11,6 მილიონ ევროს სთავაზობენ. ტრანსფერის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, აარონ რემსი სერია ა-ში, რონალდუს შემდეგ, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. აარონ რემსის არსენალში 347 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 60 გატანილი გოლი და 61 საგოლე გადაცემაა.

ასევე იხილეთ: სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები

სხვა სტატიები