Belive

იუვენტუსი არსენალის ნახევარმცველის შეძენას ეცდება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსი" ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველით დაინტერესდა. აარონ რემზის გადაბირება ტურინელებს ზაფხულში სურთ. უელსელ ფეხბურთელს "მეთოფეებთან" კონტრაქრი 2019 წლის ზაფხულში უმთავრდება და კონტრაქტის მიხედვით, 1 იანვრიდან მას მოლაპარაკებების წარმოება შეუძლია. ზაფხულში "იუვენტუსი" მის შეძენა თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეცდება. რემზი ლონდონში უკმაყოფილოა და მას სეზონის ბოლოს სურს გუნდის დატოვება. აარონ რემზის "არსენალის" შემადგენლობაში  350 თამაში აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარის აღება 60-ჯერ შეძლო. რემზი ლონდონელთა შემადგენლობაში 2008 წლიდან ირიცხება. მანამდე უელსელი ნახევარმცველი "კარდიფის" ღირსებას იცავდა. რემზი უელსის ნაკრების ღირსებას 2008 წლიდან იცავს. ეროვნული ნაკრების მაისური 58-ჯერ მოირგო და 14 ბურთი გაიტანა.

სხვა სტატიები