Belive

იუვენტუსი არსენალს რემზის სანაცვლოდ მცველს სთავაზობს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსი" ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე გაძლიერებას გეგმავს და მათ პირველ სამიზნედ, ლონდონის "არსენალის" უელსელი ნახევარმცველი, აარონ რემზი სახელდება. რემზის "მეთოფეებთან" კონტრაქტი წლის ბოლოს უმთავრდება, თუმცა "ბებერი ქალბატონი" მზადაა, "ვარსკვლავთმკვლელი" ფეხბურთელი ტურინში ამ თვეში წაიყვანოს, რათა ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფებს გაძლიერებული შემადგენლობით შეხვდნენ. იტალიელებმა ლონდონელებს, ფულადი თანხა არაერთხელ შესთავაზეს, თუმცა "მეთოფეები" ვაჭრობენ, ტურინელებმა კი მათ სუსტ წერტილს შეუტიეს და აარონ რემზისა და მეჰდი ბენატიას ტრანსფერი შესთავაზეს, უნაი ემერის გუნდს კი ყველაზე დიდი პრობლემა დაცვის ხაზში აქვს და ბენატიას მისი მოგვარება შეუძლია. აღსანიშნავია რომ ტრანსფერის გაჩარხვის შემთხვევაში რემზი, კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ "იუვენტუსის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.  

სხვა სტატიები