Belive

ბენფიკამ იუვენტუსი დაამარცხა | ბებერმა ქალბატონმა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

დღეს  “ესტადიო და ლუსმა" საკმაოდ მნიშვნელოვან შეხვედრას უმასპინძლა, სადაც ჩემპიონთალიგურ შეხვედრაში "ბენფიკა" ტურინის "იუვენტუსს" დაუპირისპირდა. მიუხედავად ლისაბონელთა დიდი უპირატესობისა, შეხვედრის ფინალი მაინც დაძაბული აღმოჩნდა. პორტუგალიელები შესვენებაზე სამბურთიანი უპირატესობით გავიდნენ. როჯერ შმიდტის გუნდმა პირველი ნახევარი 4:1 დაასრულა. მატჩის მიწურულს იუვენტუსი გონს მოეგო და ანგარიში 4:3 გახადეს. ტურინელების დიდი მცდელობის მიუხედავად, აღნიშნული მატჩი ლისაბონელებმა 4:3 მოიგეს.

აღნიშნულ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება მასიმილიანო ალეგრის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა, მათ ეს ვერ შეძლეს და ჯგუფშიც ჩარჩნენ. დღეს ითამაშა ჯგუფის კიდევ ერთმა წყვილმა, სადაც "პსჟ-მ" "ჰაიფა მაკაბი" მარტივად, 7:2 დაამარცხა და ჯგუფში პირველობა გაიმყარა. პარიზელები და "ბენფიკა" 11-11 ქულით პირველ-მეორე ადგილს ინაწილებენ.

ტურინელებმა ერთადერთი გამარჯვება "ჰაიფა მაკაბის" წინააღმდეგ მოიპოვეს, როდესაც ისრაელის ჩემპიონები, იტალიაში, 3:1 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ ბარაკ ბახარის გუნდმა ამ "იუვენტუსს" რევანში აუღო და ის ერთადერთი სამი ქულა, რომელიც მის გუნდს აქვს, სწორედ ტურინელების წინააღმდეგ მოიპოვეს.

 “ბებერი ქალბატონი” H ჯგუფში სამი ქულით მესამე ადგილზეა და გამომდინარე იქიდან, რომ ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ერთი მატჩი დარჩა გასამართი, "იუვენტუსს" სიტუაციის გამოსასწორებლად შანსი აღარ აქვს. მაშასადამე, ამ მარცხით მასიმილიანო ალეგრი და მისი შეგირდები ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებენ და იქ მოსინჯავენ საკუთარ ძალებს.

სხვა სტატიები