Belive

"იუვენტუსი" და მანჯუკიჩი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობენ

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუტენტუსი" მარიო მანჯუკიჩისთვის განახლებულ კონტრაქტს ამზადებს. იტალიური მედიის ცნობით, 32 წლის ხორვატი თავდამსხმელით ტურინელები კმაყოფილები არიან და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას განიხილავენ. მსოფლიო ჩემპინატის ვერცხლის პრიზიორს "იუვენტუსთან" კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. Tuttosport-ი იტყობინება, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ კონტრაქტის გარკვეული დეტალების შეთანხმებაა დარჩენილი. მარიო მანჯუკიჩი "იუვენტუსმა" 2015 წელს მადრიდის "ატლეტიკოსგან" შეიძინა - ტურინელებმა მასში 21 მილიონი ევრო გადაიხადეს. მას შემდეგ ჩატარებულ 147 შეხვედრაში, ხორვატმა ფორვარდმა 115 გოლის გატანა და 42 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები