Belive

იუვენტუსი და რეალი გრანდიოზული ბარტერისთვის ემზადებიან

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსი" მადრიდის "რეალს" არ ეშვება, და "სამეფო კლუბისთვის" დამახასიათებლად იქცევა. ტურინელებმა ჯერ იყო და ესპანეთიდან კრიშტიანუ რონალდუ წაიყვანეს, ახლა კი "ბლანკოსის" მეორე ლიდერს, გარეტ ბეილს უმიზნებენ და მზად არიან მის სანაცვლოს ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულებს პაულო დიბალა დაუთმონ. ცნობილი ამბავია რომ "რეალს" დიდი ხანია თვალი უჭირავს არგენტინელ ვუნდერკინდზე, უელსელი გარემარბი კი ხშირი ტრავმიანობით გამოირჩევა და "სამეფო კლუბისთვის" ეს გარიგება არც თუ ისე მიუღებელი უნდა იყოს. საინტერესოა თვითონ ბეილის პოზიცია, რამდენად უნდა მას კიდევ ერთხელ მოექცეს რონალდუს ჩრდილქვეშ?

სხვა სტატიები