Belive

იუვენტუსი დე ხეას უფასოდ დამატებას შეეცდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსი" დე ხეას მომავალ ზაფხულში უფასოდ დასამატებლად ღია მოლაპარაკებებს იწყებს. ესპანელ მეკარეს "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი 2020 წლის ივნისში ეწურება. როგორც ცნობილია, "იუნაიტედი" დე ხეასთან ახალი შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებს. Daily Express-ის ინფორმაციის თანხმად, "ბებერ ქალბატონებს" 28 წლის ესპანელი ფეხბურთელის გადაბირება თავისუფალი აგენტის სტატუსით სურს. როგორც მოგეხსენებათ, "იუვენტუსმა" გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე უფასოდ აარონ რემსი და ადრიენ რაბიო დაიმატა. წინა სეზონებში იტალიურმა გრანდმა იგივეს გაკეთება დანი ალვეშის, 2020 წელს კი ანდრეა პირლოს შემთხვევაში მოახერხა. დე ხეა, რომელიც გასულ სეზონში კარგად ვერ გამოიყურეობოდა, ზაფხულში "პსჟ"-ს ინტერესის სფეროშიც მოექცა.    

სხვა სტატიები