Belive

იუვენტუსი ერიკსენის გადაბირებას ეცდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსმა" თვალი დაადგა "ტოტენჰემის" ერთ-ერთ ლიდერს, კრისტიან ერიკსენს. იტალიელები დანიელი ნახევარმცველის გადაბირებას ზაფხულშივე შეეცდებიან. "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ ნახევარდაცვის გაძლიერება სეზონის დაწყებამდე გადაწყვიტა და რამდენიმე მოთამაშეც შეიძინა, თუმცა ერიკსენის საკუთარ გუნდში ხილვა განსაკუთრებულად სურს. ახალ გამოწვევებს არც თავად ერიკსენი უშინდება. დანიის ნაკრების ლიდერმა განაცხადა, რომ რაიმე ახალი სურს.
"მე ახლა კარიერის მწვერვალზე ვარ და ახალი გამოწვევები მჭირდება. ტოტენჰემში თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა უარს არ ვიტყოდი გამოწვევებზე. ამ ზაფხულს ბევრი რამ გადაწყდება. ფეხბურთი საოცარი რამ არის, მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება, თუმცა ყველაფერს დაფიქრება სჭირდება" - განაცხადა ერიკსენმა.
27 წლის ფეხბურთელი "ტოტენჰემის" ღირსებას 2013 წლიდან იცავს. ამ პერიოდში მან 277 მატჩი ჩაატარა და 66 ბურთის გატანა შეძლო. შეგახსენებთ იმასაც, რომ "იუვენტუსმა" სატრანსფერო პერიოდში საკმაოდ იაქტიურა. გუნდმა "არსენალიდან" აარონ რემსი შეიძინა, "აიაქსიდან" მატეის დე ლიხტი იყიდა, "პსჟ"-დან ლეგენდარული ბუფონი დააბრუნა და რაბიო მოიყვანა.  

სხვა სტატიები