Belive

იუვენტუსი ერიქსენის უფასოდ გადაბირებას შეეცდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსი" "ტოტენჰემის" ლიდერის, კრისტიან ერიქსენის დამატებას უფასოდ შეეცდება - უცხოურ მედიაში დღეს საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. ესპანური AS-ის ჟურნალისტებოს თქმით, იტალიური კლუბი მზადაა, რომ კიდევ ერთი წლით მოიცადოს და დანიელი ნახევარმცველი 2020 წელს თავისუფალი აგენტის სახით გადაიბიროს. ერიქსენს "ტოტენჰემთან" კონტრაქტი სწორედ მომდევნო წლის ზაფხულში ეწურება. სტატიაში ნათქვამია, რომ "იუვენტუსი" ფეხბურთელთან იანვარში წინასწარ შეთანხმებას მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ იტალიელებმა ახლახანს მსგავსად იმოქმედეს აარონ რემზისა და ადრიენ რაბიოს შემთხვევაშიც. ორივე მათგანთან "იუვენტუსს" კონტრაქტი წინასწარ ჰქონდა გაფორმებული. რაც შეეხება ერიქსენს, 27 წლის ფეხბურთელით დიდი ხანია დაინტერესებულია მადრიდის "რეალიც."

სხვა სტატიები