Belive

იუვენტუსი ლუკა მოდრიჩს არ ეშვება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიური ფეხბურთის გრანდი და სერია ა-ს ლიდერი, "იუვენტუსი" მადრიდის "რეალიდან" მეორე სუპერვარსკვლავის წამოყვანას გეგმავს, კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ, "ბებერი ქალბატონის" ინტერესის სფეროში ოქროს ბურთის კიდევ ერთი გამარჯვებული, ლუკა მოდრიჩი მოექცა. ლუკას მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს, მის გახანგრძლივებას კი გუნდში არსებული უსიამოვნო სიტუაციის გამო არ ჩქარობს. შეგახსენებთ რომ "რეალი" ლა ლიგაში მეხუთე ადგილს იკავებს და არადამაჯერებელ შედეგებთან ერთად გასახდელშიც არეული მდგომარეობაა. რამდენიმე საათის წინ გუნდის ყოფილმა პრეზიდენტმა კი საერთოდ ცეცხლზე ნავთი დაასხა და განაცხადა რომ ზიდანის წასვლა მის კონფლიქტს უკავშირდება, რომელიც ამჟამინდელ პრეზიდენტთან ფლორენტინო პერესთან ჰქონდა, საქმე იმაშია რომ პერესს რონალდუს გაშვება უნდოდა, ფრანგ სპეციალისტს კი პორტუგალიელის შენარჩუნება და გარეტ ბეილის გაშვება სურდა. ლუკა მოდრიჩს, "იუვენტუსის" გარდა, "ინტერი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და ყოფილი გუნდი "ტოტენჰემი" ეპატიჟებიან, ხორვატი ფეხბურთელი ჯერჯერობით თავის მომავალზე არ საუბრობს.

სხვა სტატიები