Belive

იუვენტუსი მანჩესტერს ორ ფეხბურთელს შესთავაზებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის „იუვენტუსი“ ზამთარში პოლ პოგბას დაბრუნებას კიდევ ერთხელ შეეცდება. იტალიური Tuttosport-ის ინფორმაციით, „ბებერი ქალბატონი“ 2020 წლის იანვარში, „წითელ ეშმაკებს“ მარიო მანჯუკიჩს და ემრე ჩანს შესთავაზებს. პოგბა „იუნაიტედის” აკადემიის აღზრდილია. 2012 წელს ის „ზებრებს“ შეუერთდა, სამი წლის წინ ზაფხულში კი მან „ბიანკონერი" 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვა და მშობლიურ კლუბში დაბრუნდა. საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში უმთავრდება, თუმცა შეთანხმება 1 წლით გახანგრძლივების პუნქტსაც ითვალისწინებს. გასულ ზაფხულში პოგბას შეძენა მადრიდის „რეალს“ და „ბარსელონას“ სურდათ.

სხვა სტატიები