იუვენტუსი მანჩესტერს პოგბას სანაცვლოდ ძირითადის სამ ფეხბურთელს სთავაზობს

2.43K
ნახვა

იტალიურ პრესაზე დაყრდნობით, ტურინის “იუვენტუსს” სერიოზულად აქვს განზრახული “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი, პოლ პოგბა დაიბრუნოს, რომელიც ინგლისურ გუნდში 2 წლის წინ გადავიდა. მანამდე კი 4 წლით ადრე, სწორედ “წითელი ეშმაკების” რიგებიდან შეუერთდა იგი “ბებერ ქალბატონს”.

მასიმილიანო ალეგრისა და “იუვენტუსის” ხელმძღვანელობას სჯერა, რომ ისინი ინგლისელთა ბარტერზე დაყოლიებას შეძლებენ და მათ საკმაოდ საინტერესო წინადადებასაც სთავაზობენ. “ეშაკები” პოგბას სანაცვლოდ ტურინიდან 3 ფეხბურთელის წამოყვანას შეძლებენ, ესენია: მარიო მანჯუკიჩი, ალექს სანდრო და მეჰდი ბენატია.

ჟოზე მოურინიოს გუნდს ძირითადი პრობლემები დაცვის ხაზში ჰყავს, სწორედ ამიტომ შეიძლება პორტუგალიელი მწვრთნელისთვის, ეს ბარტერი მომგებიანიც იყოს.

აღსანიშნავია რომ ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პოლ პოgბა, დღეს შეიძლება “სიტისთან” გასამართ მატჩში განაცხადში არ იყოს.

(2433)

იუვენტუსი მანჩესტერს პოგბას სანაცვლოდ ძირითადის სამ ფეხბურთელს სთავაზობს

სტატიის ავტორი
-