Belive

იუვენტუსი Vs. აიაქსი (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში "იუვენტუსი" "აიაქსს" უმასპინძლებს. ორ გუნდს შორის გამართული პირველი მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ტურინში გასამართ შეხვედრაში ფავორიტის სტატუსით "იუვენტუსი" სარგებლობს თუმცა "აიაქსმა" უკვე დაამტკიცა, რომ ნებისმიერი გრანდისათვის შეუძლია სიურპრიზის შეთავაზება. ამსტერდამში გამართულ შეხვედრაში "იუვენტუსის" დაწინაურება კრიშტიანუ რონალდუმ შეძლო, დავიდ ნერეშმა კი 46-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. (1:1) UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრას ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. "იუვენტუსის" ლაზარეთში მარტინ კასერესი, ჯორჯო კიელინი, მარიო მანჯუკიჩი და მატია პერინი იმყოფებიან. რას შეეხება "აიაქსს", ამსტერდამელებს ჰასანე ბანდე, კარელ ეტინგი და ნიკოლას ტალიაფიკო დააკლდებათ. აღსანიშნავია რომ შიდა ჩემპიონატებში გუნდებს რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია აქვთ. "იუვენტუსმა" პრაქტიკულად გაინაღდა სერია ა-ს ჩემპიონის ტიტული და მეორე ადგილოსან "ნაპოლის" ქულათა სოლიდური სხვაობით უსწრებს. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიის ერედივიზიონს "აიაქსი" უდგას სათავეში, ამსტერდამელებს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ურთულესი ბრძოლა ელით. "აიაქსი" და "პსვ" ქულათა თანაბარი რაოდენობით იყოფენ 1-2 ადგილს - ამსტერდამელები მხოლოდ გატანილი და გაშვებული გოლების უპირატესობით ლიდერობენ.

საინტერესო ფაქტები მატჩის შესახებ:

  • ყველა ტურნირზე, უკანასკნელი 10 მატჩის განმავლობაში "იუვენტუსი" "აიაქსთან" არ დამარცხებულა.
  • "აიაქსის" ბარიერის გადალახვის შემთვევაში, "იუვენტუსი" უკანასკნელი 5 წლის მანძილზე UEFA-ს  ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მესამედ გავა.
  • "იუვენტუსის" ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, "აიაქსი" 1996/97 წლების სეზონის შემდეგ პირველად იასპარეზებს UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.
  • UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, საკუთარ მოედანზე გამართული უკანასკნელი 5 მატჩიდან "იუვენტუსი" ორჯერ დამარცხდა.
  • "იუვენტუსის" სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ უკანასკნელ 5 შეხვედრაში აიღო "აიაქსის" კარი. რონალდომ "აიაქსს" 8 გოლი გაუტანა.

სხვა სტატიები