იუვენტუსი Vs. ბარსელონა კრიშტიანუ რონალდუს გარეშე!

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, “იუვენტუსი” “ბარსელონას” უმასპინძლებს. 29 ოქტომბერს, თბილისის დროით 00:00 საათზე გასამართ მატჩს სრულიად საფეხბურთო სამყარო უდიდესი ინტერესით ელის.

“იუვენტუსისა” და “ბარსელონას” მატჩს დამატებით ინტრიგას პლანეტის ორი სუპერვარსკვლავის – კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის დაპირისპირების მოლოდინი სძენდა, თუმცა Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი “ბლაუგრანას” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

Marca-ს მტკიცებით, განმეორებით ჩატარებული ტესტის შემდეგ, რონალდუს კორონავირუსი კვლავ დაუდასტურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი უპრინციპულეს შეხვედრაში “ბიანკონერის” ვერ დაეხმარება.

(97)

იუვენტუსი Vs. ბარსელონა კრიშტიანუ რონალდუს გარეშე!

სტატიის ავტორი
-