Belive

იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2 კანდიდატი სახელდება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის ,,იუვენტუსის'' ახალ მთავარ მწვრთნელად, შესაძლოა, ზინედინ ზიდანი (რეალ მადრიდი) ან ჯენარო გატუზო (ნაპოლი) დაინიშნოს. ინფორმაციას Football Italia ავრცელებს. ,,ბებერი ქალბატონების'' სამიზნე ზიდანია, თუმცა პრობლემა სპეციალისტის მაღალი ანაზღაურებაა, რომელიც წელიწადში 12 მილიონი ევროა. შესაბამისად, უფრო რეალურ კანდიდატად გატუზო განიხილება, რომელიც ,,ნაპოლის'', დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. ,,იუვენტუსის'' ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლოა, იტალიელმა ტურინული გუნდი გასულ ზაფხულს ჩაიბარა. სერია ა-ს 34 ტურის შემდეგ, ,,ბებერი ქალბატონები'' 69 ქულით ცხრილის მე-3 პოზიციაზე არიან და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან.

სხვა სტატიები