Belive

იუვენტუსის ახალი პრეზიდენტი ჯანლუკა ფერერო იქნება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუშინ გავრცელდა ყველასთვის მოულოდნელი ინფორმაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ "იუვენტუსის" დირექტორთა საბჭო მთლიანად გადადგა. ერთადერთი ვინც თანამდებობას ინარჩუნებს მმართველი დირექტორი მაურიციო არივაბენეა, რომელიც ახალი საბჭოს არჩევამდე განაგრძობს მუშაობას. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ყველაფერი გუნდში არსებული ფინანსური დარღვევების გამო მოხდა, რის გამოც შესაძლია ტურინული კლუბი მკაცრად დაისაჯოს.

თუმცა, მფლობელებს დიდი დრო არ დასჭირდათ ახალი პრეზიდენტის დასანიშნად, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ცვლილება უკვე წინასწარ იყო დაგეგმილი. Exor-მა ("იუვენტუსის" მფლობელმა კომპანიამ) პრეზიდენტის თანამდებობაზე ჯანლუკა ფერერო დანიშნა. "ბებერი ქალბატონის" ახალი პრეზიდენტი პროფესიით აუდიტის ექსპერტია და ბევრ მსხვილ კომპანიაში უმუშავია. სხვადასხვა წყაროების ცნობით, დარანჩენი ვაკანტური ადგილებიც მალე შეივსება. აღნიშნული კომპანია ამბობს, რომ განახლებულ დირექტორთა საბჭოს კანდიდატთა სრულ სიას, კანონით დადგენილ ვადაში გამოაქვეყნებს.

სხვა სტატიები