Belive

იუვენტუსის გრანდიოზული შეთავაზება მანჩესტერ იუნაიტედს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსმა" წითელ ეშმაკებს საოცარი შეთავაზება გაუკეთა. ახალი არ არის ის, რომ პოგბას "იუნაიტედში" თამაში აღარ სურს. ტურინული კლუბიდან წასვლის შემდეგ ფრანგის კარიერა საშინლად განვითარდა. მსოფლიო ჩემპიონი ხმამაღლა აცხადებს, რომ კლუბის შეცვლა სურს. აქედან გამომდინარე ტურინელთა ხელმძღვანელობამ "იუნაიტედს" შესანიშნავი შეთავაზება გაუკეთა. "იუვეს" ბოსები პოგბას სანაცვლოდ 125 მილიონ ევროს, აარონ რემზის და ადრიენ რაბიოს სთავაზობენ. თავისმხრივ რემზიმ და რაბიომ იტალიაში ფეხი ვერ მოიკიდეს და თამაში თითქმის არ უწევთ. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ ტრანსფერი საკმაოდ რეალურია.

სხვა სტატიები