Belive

იუვენტუსის ლეგენდა: "რონალდუ მესიზე უკეთესი ლიდერია"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა, ლეგენდარულმა ანტონიო კაბრინიმ, კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი ერთმანეთს შეადარა. კაბრინის თქმით, ლიდერული თვისებებით რონალდუ მესიზე უკეთესია.
"ბოლო 10 წლის განმავლობაში მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მესისა და რონალდუს შედარებაზეა გამახვილებული. ჩემი აზრით, რონალდუ მესიზე უკეთესია, მაგრამ ძირითადად ლიდერული თვალსაზრისით. რონალდუმ დაამტკიცა, რომ ნამდვილი ლიდერია, თანაც არამხოლოდ მოედანზე. ის ლიდერია ცხოვრებაშიც და სპორტშიც. ასე, რომ მესისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მის კარიერაში არაერთხელ ყოფილა მომენტები, როდესაც მან საკუთარი მენტალური სისუსტე გამოავლინა" - განაცხადა კაბრინიმ.
ანტონიო კაბრინი "იუვენტუსში" 1976-89 წლებში თამაშობდა. გუნდთან ერთად "სერია ა" 6-ჯერ მოიგო. იტალიის ნაკრების ღირსებას კი 1978-87 წლებში იცავდა. 1982 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

სხვა სტატიები