Belive

იუვენტუსის ლეგენდა: "ზიდანის ან კონტეს მოსვლა სიურპრიზი არ იქნება"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"იუვენტუსის" ყოფილმა ფეხბურთელმა, პაოლო მონტერომ "ბიანკონერის" ახალი მწვრთნელების შესაძლო ვარიანტებზე ისაუბრა. იტალიელის თქმით, ზინედინ ზიდანის ან ანტონიო კონტეს "იუვეში" მისვლა სიურპრიზი არ იქნება. შეგახსენებთ, რომ ტურინელთა ამჟამინდელი თავკაცის, მასიმილიანო ალეგრის წასვლის შესახებ დიდი ხანია იწერება. იტალიელმა სპეციალისტმა "იუვენტუსი" 2014 წელს ჩაიბარა და მიმდინარე სეზონში ზედიზედ მე-5 სკუდეტოს მოგებასთან ახლოსაა. "ზიდანის ან კონტეს მოსვლა სიურპრიზი იქნება? არა, რადგან "იუვემ" უკვე უმაღლეს დონეს მიაღწია. გუნდს მეტი წარმატებისთვის ახალი მწვრთნელი სჭირდება," - განაცხადა პაოლო მონტერომ.

სხვა სტატიები