Belive

იუვენტუსის მთავარი მიზანი პეპ გვარდიოლა იქნება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუხედავად იმისა, რომ "იუვენტუსმა" მაურისიო სარი მთავარი მწვრთნელის პოსტზე 8 თვის წინ დანიშნა, გუნდის ხელმძღვანელობის ინტერესები მაინც პეპ გვარდიოლასკენაა მიმართული. The Sun-ის ინფორმაციით, "იუვეს" პრეზიდენტი, ანდრია აგნელი დარწმუნებულია იმაში, რომ გვარდიოლა არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, "ბიანკონერის" 1996 წლის შემდეგ პირველად მოაგებინოს ჩემპიონთა ლიგა. ინგლისური მედიის თანახმად, იტალიელთა მთავარი მიზანი "სიტისთვის" მთავარი მწვრთნელის "წართმევა" იქნება. "ბებერი ქალბატონები" ამისთვის ფინანსების მაქსიმალურად გამოყენებას აპირებენ. "აგნელის არასდროს დაუმალავს გვარდიოლას "იუვენტუსში" ხილვის სურვილი. მას უნდა, რომ შეარჩიოს ზუსტი დრო," - ნათქვამია Sun-ის სტატიაში. გამოცემა ფიქრობს, რომ მაურისიო სარის კონფლიქტი რონალდუსთან სეზონის დასაწყისში, კიდევ უფრო მარტივს გახდის იტალიელის გათავისუფლებას.

სხვა სტატიები