Belive

ოფიციალურად: მატუიდიმ და რუგანიმ კორონავირუსი დაამარცხეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსის" ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, გუნდის ორმა ფეხბურთელმა, დანიელე რუგანიმ და ბლეზ მატუიდიმ, კორონავირუსის დამარცხება შეძლეს. ორივე მათგანს, კორონავირუსი 1 თვის წინ დაუდგინდა. მეტიც, დანიელე რუგანი იყო პირველი ფეხბურთელი სერია ა-ში, რომელიც COVID-19-ით დაინფიცირდა. აღსანიშნავია, რომ COVID-19-ით რუგანის მეუღლე, ოთხი თვის ორსული მიკელა პერსიკოც დაინფიცირდა, თუმცა ჯერჯერობით მასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ვრცელდება. როგორც იტალიურ მედიაში იწერება, გამოჯანმრთელების გზაზე დგას პაულო დიბალაც და სავარაუდოდ, "იუვენტუსი" ოფიციალურ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

კორონავირუსის გავლენა სპორტზე – გაიგეთ მეტი

სხვა სტატიები