Belive

იუვენტუსის სკაუტები დემბელეს აკვირდებიან

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსმა" საფრანგეთში "ლიონისა" და "ანჟეს" შეხვედრაზე სკაუტები გაგზავნა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, იტალიური კლუბი "ლიონის" ფორვარდს, მუსა დემბელეს აკვირდება და მისი გადაბირებითაა დაინტერესებული. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ლიგა 1-ის მე-2 ტურის მატჩში დუბლი შეასრულა. "ლიონმა" "ანჟე" 6:0 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ინგლისური მედია 23 წლის დემბელეს "მანჩესტერ იუნაიტედსაც" უკავშირებდა. "ლიონის" მაისურით ჩატარებულ 48 თამაშში მუსას ანგარიშზე 23 გოლი და 6 ასისტია.

სხვა სტატიები