Belive

იუვენტუსის სპორტული დირექტორი: "გვარდიოლას მოყვანა არც გვიფიქრია"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიჩი საინტერესო განცხადებას ავრცელებს. პარატიჩის თქმით, არანაირი შეხვედრა ესპანელ სპეციალისტთან არ ყოფილა. მასიმილიანო ალეგრიმ კლუბი უკვე დატოვა. "იუვენტუსი" მის შემცვლელს ეძებს.
"პეპ გვარდიოლასთან ჩვენ არანაირი კონტაქტი არ გვქონია. გავრცელებული ჭორები ჩემთვის ძალიან უცნაურია. სულ მალე ჩვენ ახალი მწვრთნელი გვეყოლება, თუმცა ეს არ იქნება გვარდიოლა" - განაცხადა პარატიჩიმ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია გვარდიოლას "იუვენტუსში" დანიშვნის შესახებ.  

სხვა სტატიები