Belive

იუვენტუსის სპორტული დირექტორი რონალდუს წასვლაზე საუბრობს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ფეხბურთის არსებობის ისტორიაში, ვინაიდან ამ სპორტის სახეობის ორი გამორჩეული ფიგურა, ორი ლეგენდა, რონალდო და მესი, ახალ კლუბებში გადავიდნენ, რონალდო – “მანჩესტერში”, მესი კი “პსჟ”-ში. რონალდუს "იუვენტუსიდან" წასვლასთან დაკავშირებით, კლუბის სპორტულმა დირექტორმა ერთ-ერთ მედიაგამოცემას, "ტუტოსპორტს" ესაუბრა. კერუბინი ყვება იმ შეგრძნებებისა და სირთულეების შესახებ რაც რონალდოს წასვლის სურვილის შემდეგ გუნდისათვის წარმოიშვა. "როდესაც კრიშტიანუმ გვითხრა, რომ წასვლა უნდოდა, ჩვენ მხოლოდ ერთი გამოწვევის წინაშე დავდექით, თუ როგორ უნდა ჩაგვენაცვლებინა ის. ჩვენ მომავლის მოლოდინში ვიყავით. ცხადია, რომ მოიზე კინი კრიშტიანუს სრულფასოვანი შემცვლელი ვერ იქნება, თუმცა ის ჩვენი გეგმის შემადგენელი ნაწილია - გეგმის, რომლის მიხედვითაც გუნდმა "მოგებისა და გამარჯვების რელსებიდან" არ უნდა გადაუხვიოს" "ეჭვგარეშეა, რომ რონალდუს შეძენით "მანჩესტერ სიტიც" ინტერესდებოდა, თუმცა პორტუგალიელმა თავისი ძველი სიყვარული, "მანჩესტერ იუნაიტედი" აირჩია"  "საყურადღებოა, რომ "სიტის" მესვეურებს, რონალდუს შეძენა სრულიად უფასოდ უნდოდათ, "იუნაიტედმა" კი მის სანაცვლოდ 15 მილიონი გადაიხადა", - აცხადებს კერუბინი. შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ 2+1 წლიანი კონტრაქტით შეუერთდა "წითელი ეშმაკების" რიგებს.

სხვა სტატიები