იუვენტუსისა და აიაქსის მატჩის 34-ე წუთზე ემოციური შემთხვევა დაფიქსირდა (ვიდეო)

1.43K
ნახვა

უეფას ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩში “აიაქსმა” სტუმრად “იუვენტუსი” 1:2 დაამარცხა და  ორი მატჩის შედეგით, (2:3) ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

შეხვედრის 34-ე წუთზე, “აიაქსის” ფეხბურთელმა, დონი ვან დე ბეეკმა იტალიური გუნდის კარში გოლის გატანა და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. სწორედ 34-ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა “აიაქსის” ყოფილი ფეხბურთელი, აბდელჰაკ ნური, რომელმაც 2017 წელს, ამხანაგურ მატჩში გონება დაკარგა. მაროკოელს გულის არითმია და ტვინი სერიოზული დაზიანება დაუდგინეს.

გოლის ავტორმა, ვან დე ბეეკმა თამაშის შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნულ დამთხევაზე ისაუბრა: “როდესაც გავიტანე, ტაბლოს ავხედე და დავინახე, რომ 34-ე წუთი მიმდინარეობდა. ვიცოდი, რომ ეს უბრალო დამთხვევა არ იყო, ეს რაღაც სასწაული იყო. ამ მომენტს სიცოცხლის ბოლომდე გავიხსენებ,” – თქვა ვან დე ბეეკმა.

ვან დე ბეეკის გოლი “იუვენტუსის” კარში

აღნიშნულ ეპიზოდზე გამოხმაურება “აიაქსის” ოფიციალურმა გვერდმაც გააკეთა

 

(1427)

იუვენტუსისა და აიაქსის მატჩის 34-ე წუთზე ემოციური შემთხვევა დაფიქსირდა (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-