Belive

იუვენტუსმა არსენალის ფეხბურთელი სამიზნეში ამოიღო

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო პერიოდის გახნასთან ერთად შემადგენლობის გაძლიერებისა და გადახალისების მსურველი კლუბების სატრანსფერო აქტივობა სულ უფრო იზრდება. ამჯერად საქმე ეხება ტურნირის "იუვენტუსს", რომელთა სამიზნე ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელი გახდა. იტალიელები აქტიურად განიხილავენ ალექსანდერ ლაკაზეტის შესაძლო გადმობირების საკითხს, რომელიც ინგლისურ კლუბთან, დადებული კონტრაქტის თანახმად, კიდევ 1 წლითაა დაკავშირებული. "ბებერი ქალბატონის" მესვეურების სატრანსფერო პრიორიტეტების გადანაწილების კუთხით არკადიუშ მილიკი ნომერ პირველი სამიზნეა, თუმცა თუ მის ყიდვას ვერ მოახერხებენ არც ლაკაზეტიზე იტყვიან უარს, მითუმეტეს ფეხბურთელის აგენტსა და "იუვეს" შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. ლაკაზეტის პირობითი სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მონაცემებით 48 მილიონი ევროა.

სხვა სტატიები