Belive

იუვენტუსმა ბარსელონას ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის ,,იუვენტუსს'' ბოსნიელი ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის დაბრუნება სურს. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ,,ბებერი ქალბატონების'' მიზანი ტრავმირებული არტურის ჩანაცვლებაა, რომელიც გუნდს 3 თვე ვერ დაეხმარება. ტურინელებმა კატალონიის ,,ბარსელონას'' აარონ რემზისა და მირალემ პიანიჩის გაცვლა შესთავაზეს. ,,იუვენტუსში'' ბოსნიელი ფეხბურთელის დაბრუნებას ხელი, შესაძლოა, მისმა ხელფასმა შეუშალოს - ,,ბარსელონაში'' პიანიჩს 9 მილიონ ევროს უხდიან, იტალიური გუნდი კი ანაზღაურების სახით ამავე თანხის გადასახდელად მზად არ არის.

სხვა სტატიები