Belive

იუვენტუსმა მანჩესტერ იუნაიტედს პოგბას სანაცვლოდ 3 ფეხბურთელი შესთავაზა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსი" ნახევარდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავს. იტალიის ჩემპიონებმა "მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი შეთავაზება გაუკეთეს. "ბებერი ქალბატონი" "წითელ ეშმაკებს" პოლ პოგბას სანაცვლოდ ჟოაო კანსელოს, დუგლას კოშტასა და ბლეზ მატუიდის სთავაზობს. შეგახსენებთ, რომ პოგბა "იუვენტუსის" ღირსებას იცავდა. ფრანგი ნახევარმცველი ტურინში 2012-16 წლებში თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც იყო. "იუვენტუსის" მაისური მან 178-ჯერ მოირგო და 34 ბურთი გაიტანა. გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ტურინელებმა აარონ რემსი, ადრიენ რაბიო და მატეის დე ლიხტი შეიძინეს.

სხვა სტატიები