Belive

იუვენტუსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია ა-ს მე-6 ტურის შეხვედრაში, ტურინის "იუვენტუსმა" "ბოლონია" დაამარცხა (2:0). აღსანიშნავია, რომ "ბიანკონერიმ" რეკორდი დაამყარა და პირველი იტალიური გრანდი გახდა, რომელმაც მე-1000 საშინაო გამარჯვება მოიპოვა. ამასთანავე, 88 წლის მანძილზე, ტურინელებმა პირველად შეძლეს ზედიზედ 7 სასტარტო შეხვედრაში გამარჯვება. (6 იტალიის სერია ა, 1 ჩემპიონთა ლიგა). ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატში, აღნიშნულ კომპონენტში "იუვენტუსი" შემდეგ კლუბებს ჩამორჩება: "ლივერპული" (1230), "ევერტონი" (1224), "არსენალი" (1187), "მანჩესტერ იუნაიტედი" (1122), "ასტონ ვილა" (1106), "რეალი" (1078), "ბარსელონა" (1067).

სხვა სტატიები