Belive

იუვენტუსმა რონალდუს დასჯა გადაიფიქრა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კრიშტიანუ რონალდუ დაჯარიმებას გადაურჩა - ტურინის "იუვენტუსმა" გუნდის მთავარი ვარსკვლავის დასჯა გადაიფიქრა. "მილანთან" მოგებულ (1:0) შეხვედრაში "ბებერი ქალბატონის" თავდამსხმელმა 55-ე წუთზე შეცვლისა და მაურციო სარიზე გაცხარების შემდეგ, სტადიონი მატჩის დასრულებამდე დატოვა, რამაც "ზებრების" მმართველები გააბრაზა და მათ თავდაპირველად პორტუგალიელის დასჯა გადაწყვიტეს, თუმცა ჩანაფიქრი არ განახორციელეს. 5 ოქროს ბურთის მფლობელ ფეხბურთელს მთავარი მწვრთნელი საკადრის ნდობას არ უცხადებს და ზედიზედ მეორე შეხვედრაში 90 წუთის თამაშის უფლებას არ აძლევს. ამ სეზონში, "მანჩესტერის" და მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფორვარდმა ყველა ტურნირზე 14 შეხვედრაში ითამაშა და 6 გოლი შეაგდო.

სხვა სტატიები