იუვენტუსმა რუგანის კონტრაქტი 2023-მდე გაუხანგრძლივა

დანიელე რუგანიმ “იუვენტუსთან” კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა – იტალიელი ცენტრალური მცველი “ბებერ ქალბატონს” 2013 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 81 მატჩი ჩაატარა, სადაც თავის გამოჩენა 7-ჯერ შეძლო.

24 წლის ცენტრალური მცველი იტალიის ნაკრებში ერთ-ერთ მზარდ და იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლება. 2013-2015 წლებში იგი “ემპოლიში” იყო განათხოვრებული. “იუვენტუსში” დაბრუნების შემდეგ რუგანის შეძენა ლონდონის “ჩელსის” სურდა, თუმცა ტურინელებმა მისი შენარჩუნება მოახერხეს.

 

(22)

იუვენტუსმა რუგანის კონტრაქტი 2023-მდე გაუხანგრძლივა

სტატიის ავტორი
-