Belive

იუვენტუსს ბენზემას გადაბირება სურს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სპორტული გამოცემა beIN სპორტი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "იუვენტუსს" კარიმ ბენზემას შეძენა სურს და ამ საკითხზე მათ მადრიდელებს უკვე მიმართეს. "ბებერი ქალბატონი" "ბლანკოსს" ბენზემას სანაცვლოდ გარკვეულ თანხას, ალექს სანდროს და დუგლას კოშტას სთავაზობს. კარიმის ყიდვის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც კრიშტიანუ რონალდუმ ისევ ბენზემასთან ერთად თამაშის სურვილი გამოთქვა, მაგრამ ამ ყველაფერს მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა უარყოფითად შეხვდა. ინფორმაციას Gazzetta dello sport-ის ყოფილი  და ამჟამად beIN სპორტის ჟურნალისტი, ტანქრედი პალმიერი ადასტურებს. ფრანგი თავდამსხმელი და კრიშტიანუ რონალდუ, მადრიდის "რეალში" 2009 წელს გადაბარგდნენ და მათ ერთად უამრავი ტიტულის მოგება შეძლეს. ორი წლის წინ კრიშტიანუმ "სამეფო კლუბი" დატოვა და "იუვენტუსში" გადავიდა, რის შემდეგაც ვერაფრით ახერხებს ჩემპიონთა ლიგის მოგებას. წლების მანძილზე, რონალდუს საუკეთესო პარტნიორი, სწორედ კარიმ ბენზემა იყო.

სხვა სტატიები