Belive

იუვენტუსს ხედირა 3 თვით გამოაკლდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის ნაკრებისა და "იუვენტუსის" 32 წლის ნახევარმცველი - სამი ხედირა იტალიურ კლუბს 3 თვით დააკლდება. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს. როგორც ცნობილი ხდება, სამიმ მარცხენა მუხლზე უმძიმესი ტრავმა მიიღო და იგი სასწრაფო საოპერაციო იყო. სემი ხედირამ ანალოგიური ოპერაცია 2019 წლის აპრილში მარჯვენა მუხლზე გაიკეთა. "ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ხედირა რეაბილიტაციას სულ რამდენიმე დღეში დაიწყებს" - განაცხადა "იუვენტუსის" წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, რომ სამი ხედირა "იუვენტუსში" 2015 წლიდან ირიცხება, რა დროშიც მას 99 მატჩი აქვს ჩატარებული.

სხვა სტატიები