Belive

იუვენტუსს რემზის გაყიდვა სურს?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უელსელი აარონ რემზი "ბებერ ქალბატონს" 1 წლის წინ შეუერთდა. რემზიმ ამ პერიოდში მხოლოდ 18 მატჩში შეძლო მონაწილეობა და გულშემატკივარს თავი 2 გოლით დაამახსოვრა. "არსენალის"  ყოფილ ფეხბურთელს ტრავმები ტანჯავს, რაც მის კარიერას ძალიან უშლის ხელს. ტურინში ამ ფაქტით უკმაყოფილო არიან. აარონი ჯერჯერობით ვერ ამართლებს მასზე გაცემულ ავანსებს. მიუხედავად იმისა, რომ რემზი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, იტალიელებს უელსელი ფეხბურთელის აგენტისთვის 3.6 მილიონი ევროს გადახდა მაინც უწევთ. იტალიურმა გრანდმა ემრა ჩანის დამატებით საკმაოდ დიდი მოგება ნახა. როგორც რემზი, ასევე ჩანიც გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს თურქი ფესვების მქონე გერმანელი 20 მილიონ ევროდ "დორტმუნდის ბორუსიაში" გაიყიდა. შესაძლოა რემზისაც იგივე ბედი ეწიოს. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

სხვა სტატიები