Belive

იუვენტუსთან მატჩის წინ ჩელსის ლიდერი გამოაკლდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, "იუვენტუსი" "ჩელსის" დაუპირისპირდება. ტურინში გასამართი მატჩის წინ, "არისტოკრატებს" ლიდერი გამოაკლდათ. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ნ'გოლო კანტეს კორონავირუსი დაუდასტურდა და იგი "ბიანკონერის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას გამოტოვებს. ტომას ტუხელის მტკიცებით, კანტე თვითიზოლაციაში გადავიდა და ხელისუფლების მიერ დაწესებულ კოვიდ პროტოკოლს იცავს. "იუვენტუსთან" გასამართი მატჩის შემდეგ, კანტემ შესაძლოა 7 ოქტომბერს ჩანიშნული საფრანგეთისა და ბელგიის საფეხბურთო ნაკრებების დაპირისპირებაც გამოტოვოს.  

სხვა სტატიები